Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა


გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ერაყს ჯერაც შეუძლია თავიდან აიცილოს ომი,

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ერაყს ჯერაც შეუძლია თავიდან აიცილოს ომი,
თუ ქვეყანაში მთლიანად იქნება ლიკვიდირებული მასობრივი განადგურების იარაღი. შრიოდერმა გაიმეორა, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებს დამატებითი დრო უნდა მიეცეს ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად. ასეთივე პოზიციაზეა საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი დღეს დათანხმდა ერაყში სამხედრო ინსპექციების გაგრძელებაზე, და თან დასძინა, რომ ამ პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა გაეროს ავტორიტეტს გამოუთხაროს ძირი. აშშ და ბრიტანეთი დაჟინებით მოითხოვენ, რომ გაერომ ქმედითი ზომები მიიღოს იმ შემთხვევისთვის, თუ ბაღდადი კვლავაც არ შეასრულებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
XS
SM
MD
LG