Accessibility links

ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტი


ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტი თურქეთის საკითხის განხილვას განაგრძობდა.

ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტი თურქეთის საკითხის განხილვას განაგრძობდა.
ერაყთან ომის დაწყების შემთხვევაში ეს ქვეყანა ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. გასულ კვირაში საფრანგეთმა, ბელგიამ და გერმანიამ ვეტო დაადეს აშშ-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც თურქეთის დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებდა. ჩამოთვლილი სამი ქვეყნის ამ ნაბიჯმა ალიანსის შიგნით სერიოზული კრიზისი წარმოშვა. საფრანგეთის, ბელგიისა და გერმანიის მთავრობათა აზრით, გეგმის მიღება სერიოზულად შეაფერხებდა ერაყის კრიზისის დიპლომატიურ მოგვარებას. თუმცა, როგორც გუშინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გი ვერჰოფსტადმა განაცხადა, თურქეთის დახმარების გეგმა შეიძლება მიიღონ კიდეც, თუ ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გეგმის თავდაცვითი ხასიათი.
XS
SM
MD
LG