Accessibility links

logo-print

"გაერთიანებული დემოკრატების" გენერალური მდივნის გიორგი


"გაერთიანებული დემოკრატების" გენერალური მდივნის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, განიხილება საპარლამენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური

"გაერთიანებული დემოკრატების" გენერალური მდივნის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, განიხილება საპარლამენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური
ორგანიზაციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთად მონაწილეობის სხვადასხვა ვარიანტი. პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტთან საუბარში გაბაშვილმა დასძინა, რომ უკვე გადაწყვეტილია არჩევნებში ხსენებული ორი ორგანიზაციის ერთად მონაწილეობა, თუმცა დასადგენია, რა ფორმით მოხდება ეს.
გაბაშვილის თქმით, "გაერთიანებულ დემოკრატებს" კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ახალ მემარჯვენეებთან, ასევე ტრადიციონალისტთა კავშირთან და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან. გაბაშვილმა დასძინა, რომ გაზაფხულზე გაერთიანებული დემოკრატების ყრილობა გაიმართება. მისივე ცნობით, უკვე მოქმედებს პარტიის 50-მდე პირველადი (რაიონული და საქალაქო) და ორი სამხარეო ორგანიზაცია.
XS
SM
MD
LG