Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დღეს ზუგდიდის რაიონში გაემგზავრა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დღეს ზუგდიდის რაიონში გაემგზავრა.
იქ იგი შეხვდა ენგურის ხიდზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და მათ გააცნო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ჯარებისთვის მანდატის გაგრძელების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. აქციის ორგანიზატორებმა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ცალკე მოთათბირება გადაწყვიტეს. გუშინ, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიზანშეწონილად მიიჩნია რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის კიდევ ექვსი თვით გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის მანდატს ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG