Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და საქართველოს განზრახული აქვთ


რუსეთსა და საქართველოს განზრახული აქვთ, განიხილონ თავიანთი საერთო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ერთობლივი ღონისძიებების გატარების საკითხი.

რუსეთსა და საქართველოს განზრახული აქვთ, განიხილონ თავიანთი საერთო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ერთობლივი ღონისძიებების გატარების საკითხი.
ამას ითვალისწინებს შარშან, კიშინიოვის სამიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმება. აპრილისთვის დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბისა და რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელები. პრაიმ ნიუსის სააგენტოს მოჰყავს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსის, კორნელი სალიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ მხარეთა შეხვედრა უღელტეხილების გახსნამდე შედგება. სალიას თქმით, შემუშავდება ოპერატიულ ინფორმაციათა გაცვლის, პარალელური პატრულირებისა და სხვა ზომათა მიღების პროცედურები, რათა აღიკვეთოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენ მეამბოხეთა შეჭრის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG