Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო


არაბთა ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქაიროში, ერაყის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

არაბთა ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქაიროში, ერაყის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მიზანი იყო მომზადება მომავალი კვირისთვის დაგეგმილი საგანგებო სამიტისა, რომელზეც არაბი ლიდერები ერაყის მიმართ ერთიანი პოზიციის შემუშავებას აპირებენ. არაბთა ლიგის თავმჯდომარემ, მაჰმუდ ჰამუდმა არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა ერაყთან ომის წინააღმდეგ. შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავე კომუნიკეს პროექტი, რომელშიც სამხედრო ოპერაციის მიმართ წინააღმდეგობაა გამოთქმული. დღესვე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მოწყობილ ასეთ აქციაში მონაწილეობა მიიღო 200 ათასზე მეტმა ადამიანმა.
XS
SM
MD
LG