Accessibility links

logo-print

აშშ არ აპირებს, ჩრდილოეთ კორეასთან


აშშ არ აპირებს, ჩრდილოეთ კორეასთან გამართოს პირდაპირი მოლაპარაკება,

აშშ არ აპირებს, ჩრდილოეთ კორეასთან გამართოს პირდაპირი მოლაპარაკება,
რომლის მიზანი იქნებოდა ფხენიანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ წარმოშობილი კრიზისის მოგვარება. ამის შესახებ დღეს, სატელევიზიო ინტერვიუში გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა. მისი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემა კი არ არის, არამედ არაერთი სხვა სახელმწიფოს ინტერესებსაც ეხება, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის ინტერესებს. რაისმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადაწყვეტილებას, კსდრ-ის ბირთვული პროგრამის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგნად იქცეს.
XS
SM
MD
LG