Accessibility links

logo-print

კვიპროსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა


კვიპროსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა,

კვიპროსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა,
რომელმაც დამაჯერებლად აჯობა თავის მთავარ მეტოქეს - ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს გლაფკოს კლერიდისს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, პაპადოპულოსს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 51,5-მა პროცენტმა, ხოლო კლერიდისს - 38,8-მა პროცენტმა. შედეგების გამოქვეყნებისთანავე კლერიდისმა გამარჯვება მიულოცა პაპადოპულოსს. 69 წლის პაპადოპულოსი სათავეში უდგას მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის დიკოს პარტიას. იგი მხარს უჭერს გაეროს მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც კუნძულის ბერძნული და თურქული ნაწილების გაერთიანებასა და კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის ძალაუფლების განაწილებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG