Accessibility links

ევროპის კავშირის წევრობის კანადიდატმა ქვეყნებმა


ევროპის კავშირის წევრობის კანადიდატმა ქვეყნებმა კავშირის გუშინდელი გადაწყვეტილება ერაყთან დაკავშირებით მიიღეს.

ევროპის კავშირის წევრობის კანადიდატმა ქვეყნებმა კავშირის გუშინდელი გადაწყვეტილება ერაყთან დაკავშირებით მიიღეს.
ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ ერაყს შეიძლება ომი დაემუქროს, თუკი სრულიად არ ითანამშრომლებს განიარაღების ინსექტორებთან. ახალი წევრები თვლიან, რომ არ უნდა გაჩნდეს ახალი გამყოფი ზოლები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გუშინ გააკრიტიკა ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ერაყის კრიზისში შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამო და მათ ქმედებას "უპასუხისმგებლო საქციელი" უწოდა.
დღესვე გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი რომში იტალიის პრემიერს შეხვდა და თქვა, რომ ომი გარდაუვალი არ არის. მისი თქმით, სადამ ჰუსეინი სასწრაფოდ უნდა განიარაღდეს. კოფი ანანი ვატიკანში რომის პაპს ესაუბრა დღესვე.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი ლონდონთან ერთად შეეცდება მიიღოს გაეროს ახალი რეზოლუცია.
XS
SM
MD
LG