Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტი


სამხრეთი კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტი რო მუ ჰენი წინააღმდეგია ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისის ძალისმიერი მოგვარებისა.

სამხრეთი კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტი რო მუ ჰენი წინააღმდეგია ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისის ძალისმიერი მოგვარებისა.
როგორც ახალმა პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, იგი ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეერთებულმა შტატებმა ფხენიანის წინააღმდეგ ძალას არ მიმართოს. ძალის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ომი მთელს კორეის ნახევარკუნძულზეო, განაცხადა რო მუ ჰენმა. ფხენიანი იმუქრება, რომ გავა 1953 წელს, კორეის ნახევარკუნძულზე ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებიდან. კსდრ-ის ლიდერთა აზრით, ვაშინგტონი არალოგიკურად იქცევა, როცა უარს ამბობს ფხენიანთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.
XS
SM
MD
LG