Accessibility links

მდინარე ენგურის ხიდზე მიმდინარე დევნილთა

მდინარე ენგურის ხიდზე მიმდინარე დევნილთა საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აშშ-ის ელჩ რიჩარდ მაილსთან და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ მათ გაუჩნდათ რწმენა,

რომ აშშ და მეგობარი სახელმწიფოები რეალურად ჩაებმებიან აფხაზეთის საკითხის მოგვარების საქმეში. როგორც შეხვედრის შემდეგ აქციის საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა მურმან მალაზონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დევნილები კვლავაც ემხრობიან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და იმედი აქვთ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ანუ სამშვიდობო ძალების მანდატის მოქმედების პერიოდში, რეალური ნაბიჯები გადაიდგმება პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, რადგან ომი არ სურთ არც დევნილებს და არც აფხაზებს. რაც შეეხება აქციის შეწყვეტას, მალაზონიას თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას აქციის ორგანიზატორები საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
XS
SM
MD
LG