Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ უარით უპასუხა


დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ უარით უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" წინადადებას შემოდგომისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების შესახებ.

დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ უარით უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" წინადადებას შემოდგომისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების შესახებ.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთან ინტერვიუში ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი თანაპარტიელები არ აპირებენ, "საკუთარი მხრებით, ხელისუფლებაში მეორედ მოიყვანონ სახელ- და ფერშეცვლილი, ძველი და მუდამ ახალი მოქალაქეთა კავშირი, ანუ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ნაწილი". ნათელაშვილის განცხადებით, ლეიბორისტები არ აპირებენ მანდატების მოპოვების მიზნით გაყიდონ საქართველოს ინტერესები ბლოკებსა და წინასაარჩევნო ალიანსებში.
XS
SM
MD
LG