Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში დამთავრდა ორდღიანი


გაეროს უშიშროების საბჭოში დამთავრდა ორდღიანი დებატები ერაყის საკითხზე.

გაეროს უშიშროების საბჭოში დამთავრდა ორდღიანი დებატები ერაყის საკითხზე.
დებატების მიზანი იყო, ერაყის კრიზისის მიმართ საკუთარი პოზიციის გამოთქმის საშუალება მისცემოდა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას. გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის განზრახვას, ერაყის განიარაღების მიზნით ძალას მიმართოს. ამავე დროს, ბაღდადის მისამართით გამოითქვა მოწოდებები, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან, რათა თავიდან აიცილოს ომი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, მისი ქვეყანა აპირებს, უშიშროების საბჭოს უახლოეს მომავალში მიაწოდოს ერაყის განიარაღების საკითხზე შემუშავებული ახალი რეზოლუციის პროექტი. ბუშმა დასძინა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხში გაეროს მხარდაჭერა სასურველი პირობაა, თუმცა არა აუცილებელი.
XS
SM
MD
LG