Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის


საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე კვლავ აღინიშნა აზრთა სხვადასხვაობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე კვლავ აღინიშნა აზრთა სხვადასხვაობა.
როგორც მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, უთანხმოება უკავშირდება ბათუმსა და ახალქალაქში მოქმედი ბაზების დახურვის ვადებსა და ეკონომიკურ საკითხებს. თუმცა, მთლიანობაში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, მინისტრის თქმით, ნაყოფიერი გამოდგა. კერძოდ, მოხერხდა ეუთოს 1999 წლის სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხის განხილვა. სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით, საქართველოში რუსეთის ბაზები უნდა დაიხუროს. ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2000 წლის ზაფხულში გადასცა. მოსკოვის მტკიცებით, დახურულია გუდაუთის სამხედრო ბაზაც, თუმცა თბილისი მის საერთაშორისო მონიტორინგს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG