Accessibility links

რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს


რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას.

რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, რომლის თქმით, მოსკოვი ემხრობა კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების დიალოგის მეშვეობით მოგვარებას და მზად არის, ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩრდილოეთმა კორეამ შარშან აღიარა, რომ განაგრძობს მუშაობას ბირთვულ პროგრამებზე. დღეს კი ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ჩრდილოეთი კორეის სამხედრო თვითმფრინავი სამხრეთი კორეის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. სამხრეთმა კორეამ ამ მოქმედებას პროვოკაცია უწოდა და ფხენიანისაგან მოითხოვა, მიიღოს ზომები მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG