Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მიაკვლიეს გუშინ ჩამოვარდნილი სამხედრო


ირანში მიაკვლიეს გუშინ ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებს.

ირანში მიაკვლიეს გუშინ ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებს.
მაშველებმა აღმოაჩინეს ასევე თვითმფრინავში მყოფი 302 ადამიანის გვამების ნაწილი. რუსული წარმოების "ილიუშინ-76" ტიპის თვითმფრინავმა გუშინ განიცადა კატასტროფა თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით. სავარაუდოდ, დაღუპულია თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი: ირანის ელიტარული "რევოლუციური გვარდიის" 284 წევრი და 18-კაციანი ეკიპაჟი.
XS
SM
MD
LG