Accessibility links

logo-print

აშშ სხვა გამოსავალს გამონახავს, თუკი


აშშ სხვა გამოსავალს გამონახავს, თუკი თურქეთი უარს იტყვის თავის ტერიტორიაზე, ერაყში ომის შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროების განთავსებაზე.

აშშ სხვა გამოსავალს გამონახავს, თუკი თურქეთი უარს იტყვის თავის ტერიტორიაზე, ერაყში ომის შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროების განთავსებაზე.
ამის შესახებ განაცხადა ვაშინგტონის ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა, რომლის კომენტარი უკავშირდება ვაშინგტონსა და ანკარას შორის უთანხმოებას იმ ზომებსა და ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც თურქეთი მოითხოვს ომის შედეგებისაგან თავისი ეკონომიკის დასაცავად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ დღესვე მოელის თურქეთის პასუხს მის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების განთავსების საკითხში. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იასარ იაკისის თქმით, პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე არ გაიმართება ამ საკითხზე კენჭისყრა.
XS
SM
MD
LG