Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელის ვარაუდით, გაეროს უშიშროების


კოლინ პაუელის ვარაუდით, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციაში ერაყის განიარაღების შესახებ ვადებზე ლაპარაკი არ იქნება.

კოლინ პაუელის ვარაუდით, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციაში ერაყის განიარაღების შესახებ ვადებზე ლაპარაკი არ იქნება.
თუმცა კოლინ პაუელმა გერმანიის ტელევიზიაში გამოსვლისას ისიც თქვა, რომ ერაყის განიარაღების დრო იწურება. მისი სიტყვებით, ვაშინგტონი და ლონდონი მუშაობენ რეზოლუციის ტექსტზე, რომელშიც ლაპარაკი იქნება ერაყის მიერ ამჟამინდელი, 1441-ე რეზოლუციის შეუსრულებლობის პრობლემაზე. ასევე პაუელის თქმით, ვაშინგტონს ურჩევნია, არ იხმაროს ძალა ერაყის წინააღმდეგ, თუმცა ის არც სამხედრო ოპერაციას გამორიცხავს. ასევე ხუთშაბათს ერაყის საკითხზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა. მისი თქმით, გაეროს განიარაღების ექსპერტები ზეწოლას განიცდიან: [ივანოვის ხმა] "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, განიარაღების ინსპექტორები განიცდიან ძალიან დიდ ზეწოლას, ან დასტოვონ ერაყი, როგორც 1998 წელს, ან კიდევ გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინონ შეფასება, რომელიც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერციის გასამართლებლად გამოდგება." ივანოვს არ უთქვამს, ვინ ახდენს ზეწოლას ინსპექტორებზე. მოსკოვიდან იუწყებიან ასევე, რომ ივანოვმა ერაყს მოუწოდა, ყველა საკითხში ითანამშრომლოს ინსპექტორებთან. ხოლო ერაყიდან მოსული ინფორმაციით, გაეროს ინსპექტორებმა დაათვალიერეს ობიექტები, რომლებიც გამოყენებულია "ალ-სამუდ 2"-ის ტიპის აკრძალული რაკეტების დასამზადებლად. გაეროში დიპლომატების მიერ გამოთქმული ვარაუდით, განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი ერაყს სთხოვს ამ რაკეტების განადგურებას.
XS
SM
MD
LG