Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი


სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს მას შემდეგ, რაც გუშინდელ კენჭისყრაში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა გასამარჯვებლად აუცილებელი ხმების რაოდენობა.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს მას შემდეგ, რაც გუშინდელ კენჭისყრაში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა გასამარჯვებლად აუცილებელი ხმების რაოდენობა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელთ არსებული მონაცემებით, ამჟამინდელმა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ხმების 49 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზეა მემარცხენე-ცენტრისტული "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე სტეპან დემირჭიანი ხმების 27,4 პროცენტით. იუწყებიან ასევე, რომ ქოჩარიანსა და მის მომხრეებს ოპონენტები კენჭისყრის გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხუთშაბათს ერევანში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბბინასთან 6 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG