Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ვარაუდობენ, რომ თოვლის დნობის


სოხუმში ვარაუდობენ, რომ თოვლის დნობის პერიოდის დაწყებით ვითარება გართულდება კოდორის ხეობაში.

სოხუმში ვარაუდობენ, რომ თოვლის დნობის პერიოდის დაწყებით ვითარება გართულდება კოდორის ხეობაში.
აფხაზი სეპარატისტების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბას თქმით, თბილისმა არ შეასრულა შარშან აპრილში ნაკისრი ვალდებულება, კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ, მაშინ როცა სოხუმი მკაცრად იცავს დადებულ პირობას ამ საკითხში. "მაგრამ ის იძულებული გახდება, კოდორის მიმართულებით გადაადგილებას შეუდგეს, თუ საქართველოს მხარე არ მოახდენს ხეობის დემილიტარიზაციასო", დასძინა კუპალბამ, რომლის განცხადების შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება.
XS
SM
MD
LG