Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა ჟენევაში


30 იანვარს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ თავის 4697-ე სხდომაზე მიღო 1462-ე რეზოლუცია, რომლის მე- 8 მუხლში ნათქვამია, რომ საბჭო მიესალმება გენერალური მდივნის ინიციატივას,

შეკრიბოს ეგრეთ წოდებული მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ იმაზე სამსჯელოდ, თუ რა არის გასაკეთებელი აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ეს დახურული, არაოფიციალური შეხვედრა 19 და 20 თებერვალს მოეწყო შვეიცარიაში, ჟენევაში, გაეროს შტაბბინაში. უშიშროების საბჭოს რეზოლუციაშივე იყო უკვე მითითებული, რომ შეხვედრას, უბრალოდ, მსჯელობის ხასიათი ექნებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ მსჯელობის მონაწილეები ოფიციალურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ, ცხადია, მომავალი მუშაობის რაღაც გარკვეული გეზი უნდა შეემუშავებინათ. ვინაიდან ეს მხოლოდ შუამავალი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა იყო, მას მხარეების, ანუ საქართველოსა და აფხაზთა, წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს უნდა გაეთვალისწინებინათ ის გარემოება, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი ბოლო ხანებში შეჩერებულია, მხარეები ერთმანეთისთვის დათმობის არავითარ სურვილს არ ავლენენ და ამიტომ მათთვის რაღაც ახალი წინადადებების შეთავაზებაა საჭირო. ამასთან, ეგრეთ წოდებული ბოდენის დოკუმენტი, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითად პრინციპებს შეეხება, უნდა შეფასებულიყო იმ ჭრილში, რომ, თუმცა შუამავლთა მიერ მოწონებულია, მისი ამოქმედება ვერ ხერხდება,.
შეხვედრა, როგორც გითხარით, დახურული იყო. მის მონაწილეებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება პრაღიდან ვერ მოვახერხეთ. ტელეფონით დავუკავშირდით ამ დროისთვის ასევე ჟენევაში მყოფ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრ მალხაზ კაკაბაძეს, რომელიც, თუმცა უშუალო მონაწილეა ხოლმე კონფლიქტთან დაკავშირებული შეხვედრებისა, ამჯერად, შეხვედრის ფორმატის გამო, მას არ ესწრებოდა. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა განგვიცხადა, რომ არ არის ინფორმირებული შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა მსვლელობას, რომელზეც ეს შეხვედრა, ალბათ, გავლენას იქონიებს.
XS
SM
MD
LG