Accessibility links

logo-print

უზბეკეთში დააკავეს ოპოზიციური მოძრაობა "ბირლიკის"


უზბეკეთში დააკავეს ოპოზიციური მოძრაობა "ბირლიკის" აქტივისტი,

უზბეკეთში დააკავეს ოპოზიციური მოძრაობა "ბირლიკის" აქტივისტი,
ჟურნალისტი ერღაშ ბობოჟონოვი, რომელიც გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის ფაქტებს ამხელდა. როგორც ფერგანელმა უფლებადამცავებმა განაცხადეს, ბობოჟონოვი საკუთარ სახლში დააპატიმრეს ფერგანის რაიონში. დაკავებისას მისთვის ორდერი არ წარუდგენიათ. ამავე წყაროების მონაცემებით, ჟურნალისტს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ბობოჟანოვის დაპატიმრება, განვლილი ერთი კვირის მანძილზე, უკვე მესამე შემთხვევაა რეპრესიებისა, უზბეკეთში, ოპოზიციური ჟურნალისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG