Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ხელისუფლებამ ხვალისათვის დანიშნული საპროტესტო


სომხეთის ხელისუფლებამ ხვალისათვის დანიშნული საპროტესტო მიტინგი აკრძალა

სომხეთის ხელისუფლებამ ხვალისათვის დანიშნული საპროტესტო მიტინგი აკრძალა

მთავრობისსაწინააღმდეგო მიტინგი, ერევანში, პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა სტეპან დემირჩიანმა დანიშნა. ერევნის მერმა რობერტ ნაზარიანმა, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ხსენებული საპროტესტო აქცია "არაა სანქციონირებული", ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მთავარმა მეტოქემ, სათანადო ნებართვის მისაღებად ოფიციალური განაცხადი არ გააკეთა. პარასკევს, დემირჩიანის ათეული ათასობით მომხრემ არასანქციონირებული საპროტესტო მსვლელობა მოაწყო ერევნის ქუჩებში. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ოთხშაბათის საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, როგორც მათ მიაჩნიათ, გაყალბებულ იქნა. დემირჩიანის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის, პოლიციამ, წუხელ, დემირჩიანის ასზე მეტი მომხრე დააპატიმრა. ქოჩარიან და დემირჩიანი 5 მარტს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს განმეორებით არჩევნებში.
XS
SM
MD
LG