Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა,
რომ ერაყი კვლავაც არასათანადოდ თანამშრომლობს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან და არ აწვდის მათ ამომწურავ ინფორმაციას. პრესკონფერენციაზე თეირანში, ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი, მისი აზრით, არაა გარდაუვალი. მანამდე, განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა ერაყის ხელისუფლებას გაუგზავნა ოფიციალური მოთხოვნა - პირველ მარტამდე გაანადგუროს ათობით ტაქტიკური რაკეტა "ალ-სამუდ 2" და მათი კომპონენტები. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი, როგორც ჰანს ბლიქსმა განაცხადა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ ზღვარს, 150 კილომეტრს აღემატება.
XS
SM
MD
LG