Accessibility links

logo-print

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა


გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა,

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა,
რომ შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილ მეორე პირს წაუყენებს ოფიციალურ ბრალდებას. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აბდელღანი მზოუდი, გამოძიების თანახმად, ეკუთვნოდა ტერორისტულ ქსელს, რომელმაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრსა და პენტაგონის კომპლექსზე განხორციელებული ტერაქტის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. 29-წლის მაროკოელი გასულ ოქტომბერს დააპატიმრეს გერმანიაში. ოთხშაბათს, მოსამართლემ ჰამბურგში, სასჯელის უმაღლესი ზომა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მეორე მაროკოელს, მუნირ ელ მოთასადექს, რომელიც ასევე მონაწილეობდა ხსენებული ტერაქტების დაგეგმვაში.
XS
SM
MD
LG