Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა,
რომ ირანი დათანხმდა - ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს დროულად ხსენებულ სააგენტოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასთან იქნება დაკავშირებული. ელ-ბარადეიმ შაბათს განაცხადა ეს თეირანში ორდღიანი ვიზიტის დამთავრებისას. მისივე თქმით, ირანი თანახმაა ამასთანავე, რომ მისი ბირთვული ობიექტები წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმონ ნებისმიერ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა.
XS
SM
MD
LG