Accessibility links

logo-print

მსოფლიოს პოლიტიკოსები განაგრძობენ ცდას ერაყის


მსოფლიოს პოლიტიკოსები განაგრძობენ ცდას ერაყის კრიზისი მშვიდობინი გზით მოაგვარონ. ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა განაცხადა,

მსოფლიოს პოლიტიკოსები განაგრძობენ ცდას ერაყის კრიზისი მშვიდობინი გზით მოაგვარონ. ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა განაცხადა,
რომ ლონდონი კვლავაც შეეცდება მშვიდობიანი გზის ძებნას, თუმცა ემხრობა ვაშინგტონის ინიციატივას, მიიღოს ერაყთან დაკავშირებით გაერომ ახლი რეზოლუცია. ამ რეზროლუციის მიზანი იქნება ერაყის მიმართ ძალის გამოყენების უფლება გასცეს. დღეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ტელეფონით ესაუბრა ბლერს და განუცადა, რომ კრიზისი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ევგენი პრიმაკოვი ერაყში ჩავიდა, მას ხანგძლივი მეგობრობა აკავშირებს სადამ ჰუსეინთან. დასავლეთის ინფორმაციით, ის ამ ქვეყნის ხელისუფალთ ხვდება. რუსეთის ინფორმაციით კი, პრიმაკოვი მხოლოდ მცირე ხნით ეწვია ბაღდადს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი იაპონიიდან ჩინეთში ჩავიდა და პეკინში ამ ქვეყნის ლიდერებთა ისაუბრებს ერაყის თაობაზე. უფრო ადრე მან შემდეგი განაცხადა: [პაუელის ხმა] “მოქმედების დრო დადგა, ამის მიზეზი აშკარაა, ირაყი დამნაშავეა, 1441 რეზოლუცია ამბობს, რომ ის დამნაშავეა, 1441 რეზოლუცია ამბობს, რომ თუკი ახლა არ დათმობს, თუკი არ ითანამშრომლებს, სერიოზული შედეგი მოჰყვება ამას, ვაღწევს იმ სტადიას, რომელსაც სერიოზული შედეგები უნდა მოყვეს”.
XS
SM
MD
LG