Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარის ნაწილი, ოცი ტანკის


ისრაელის ჯარის ნაწილი, ოცი ტანკის თანხლებით შევიდა დღეს ღაზის სექტორში პალესტინელთა ქალაქ ბეით ჰანუნში. ტანკებმა,

ისრაელის ჯარის ნაწილი, ოცი ტანკის თანხლებით შევიდა დღეს ღაზის სექტორში პალესტინელთა ქალაქ ბეით ჰანუნში. ტანკებმა,
საბრძოლო შვეულმფრენების დახმარებით, ცეცხლი გაუხსნეს სახლს ქალაქის ცენტრში. პალესტინელთა თანახმად, ისრაელის ჯარი თავს დაესხა სახლს, სადაც ცხოვრობდა პალესტინელი მოქალაქე, რომელიც პარასკევს შეეცადა ისრაელის არმიაზე თავდასხმა მოეწყო და მოკლეს. ამ თავდასხმის დროს, პალესტინელთა ცნობით, სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა. დღესვე ღაზის სექტორში ებრაელთა დასახლებასთან - ნეცარიმთან - შეტაკებისას ისრაელის ჯარისკაცებმა ერთი პალესტინელი მოკლეს. ქალაქ ნაბლუსში დღეს გარდაიცვალა პალესტინელი 14 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ დაჭრეს. პალესტინელთა სნაიპერმა დღეს დილით ისრაელი ჯარისკაცი მოკლა. დღეს ისრაელის უშიშროების ერთ- ერთმა უწყებამ დააპატიმრა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიბერალური ფრონტის რადიკადური ჯგუფის მეთაური აბუ ჰიჯდა.
XS
SM
MD
LG