Accessibility links

logo-print

ერაყის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაეროს


ერაყის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან მოლაპარაკება მიდის ამ ქვეყნის ხელთ არსებული "ალ სამუდ ორის"

ერაყის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან მოლაპარაკება მიდის ამ ქვეყნის ხელთ არსებული "ალ სამუდ ორის"
ტიპის რაკეტების და მისი ქობინების განადგურების შესახებ. ინსპექტორთა მეთაურმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ 1 მარტისთვის ეს რაკეტები და მისი ქობინები უნდა განადგურდეს. ერაყის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საად ყასიმ ჰამუდიმ თქვა, რომ ერაყი გაეროს მოთხოვნას მიიღებს, თუკი ეს რაკეტები მართლაც რეზოლუციის დარღვევაა. ერაყის გენერალმა ჰოსამ მოჰამად ამინმა თქვა, რომ ერაყი იმედოვნებს, რომ კრიზისი შეერთებული შტატების ინტერვენციის გარეშე მოგვარდება. დღეს გაეროს ინსპექტორებმა მოინახულეს ის ობიექტები, სადაც ეს რაკეტები და მისი ნაწილები მზადდება.
XS
SM
MD
LG