Accessibility links

logo-print

ქუვეითის გათავისუფლების მეთორმეტე წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს 26 თებერვალს, ქუვეითში საზეიმოდ აღინიშნა ერაყელი დამპყრობლებისაგან ნავთობის საბადოებით მდიდარი ამ პატარა ქვეყნის გათავისუფლების მეთორმეტე წლისთავი. მას შემდეგ, რაც 1991 წელს,

როცა შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილმა მრავალეროვანმა კოალიციამ უკან დაახევინა ქუვეითში შეჭრილ ერაყის ჯარს, 26 თებერვალი, როგორც გათავისუფლების დღე, ეროვნული დღესასწაულია ქუვეითში.

საინტერესო ისაა, რომ გათავისუფლების წინა დღე, 25 თებერვალი, ქუვეითში ეროვნული დღესასწაულია ასევე: 42 წლის წინათ, 1961 წლის 25 თებერვალს, ქუვეითის დამოუკიდებელი სახელმწიფო დაარსდა.
სამშაბათს ღამით, ორი ეროვნული დღესასწაულის გასაყარზე, ქუვეითის დედაქალაქის ქუჩებში ეროვნული დროშებით მორთული ავტომანქანების ტევა არ იყო, არ წყდებოდა საყვირების ხმა.

როგორც ჩვენი რადიოს საკუთარი კორესპონდენტი იუწყება ქუვეითის დედაქალაქიდან, ნავთობის საბადოებით მდიდარ ამ პატარა ქვეყანაში დღეს ისეთი საზეიმო განწყობაა, თითქოს ქუვეითის ეროვნულ ნაკრებ გუნდს საფეხბურთო ჩემპიონატი მოეგოს, და ეს მაშინ, როცა სულ მალე, სპარსეთის ყურის რეგიონში შესაძლოა ომი დაიწყოს, და ქუვეითი აშშ-ის მთავარი პლაცდარმი გახდეს ერაყზე თავდასხმის განსახორციელებლად.

როგორც ქუვეითის ინგლისურენოვანი გაზეთის, "არაბ ტაიმსის" მთავარმა რედაქტორმა აჰმედ ალ-ჯარალამ განაცხადა ჩენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, მრავალი მისი თანამემამულე მიესალმებოდა ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დამხობას, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდიდა უწინდელი მეგობრული და საქმიანი კავშირების აღდგენას ერაყელ ხალხთან [აჰმედ ალ-ჯარალას ხმა]: "განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივი შიშის ქვეშ გვიხდებოდა ცხოვრება, ხოლო წელს, სულ სხვაგვარი განწყობაა ხალხში".

ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, ამჟამად ქუვეითის უდაბნოში 70 ათასზე მეტი ამერიკელი და 13 ათასი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
XS
SM
MD
LG