Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მოახერხა პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება ერაყის საკითხში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მოახერხა პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება ერაყის საკითხში.
ბლერის პოზიციას დეპუტატთა ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი. ერთმა მესამედმა, მათ შორის თავად ბლერის ლეიბორისტული პარტიის წევრებმაც, განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ ომის აუცილებლობას. ერაყის გარშემო შექმნილ ვითარებას დღეს მოსკოვში განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. პარიზში ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ხოსე მარია აზნარი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს სამი შესაძლებლობა აქვს: სრულად ითანამშრომლოს გაეროსთან, სამხედრო კონფლიქტი მოახვიოს თავს თავის ქვეყანას ანდა დატოვოს იგი. მანამდე სადამ ჰუსეინმა ამერიკის ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არ აპირებს ერაყიდან გაქცევას.

XS
SM
MD
LG