Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგნიზაცია ოპეკმა


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგნიზაცია ოპეკმა განაცხადა, რომ კომპენსაციას გაუკეთებს ნავთობის დეფიციტს,

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგნიზაცია ოპეკმა განაცხადა, რომ კომპენსაციას გაუკეთებს ნავთობის დეფიციტს,
რაც ერაყში ომის დაწყების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს მსოფლიო ბაზრებზე. როგორც ოპეკის გენერალურმა მდივანმა ალვარო სილვა კალდერონმა განაცხადა, მომხმარებელ ქვეყნებს არ მოუწევთ თავიანთი ხელშეუხებელი მარაგების დახარჯვა. კალდერონის სიტყვებით, ოპეკის წევრი ქვეყნები არ აპირებენ ნავთობის მიწოდების გამოყენებას პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასებმა უმაღლეს დონეს მიაღწია სპარსეთის ყურეში 1991 წლის ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG