Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კვიპროსში გაიმართა ბერძნული და


დღეს კვიპროსში გაიმართა ბერძნული და თურქული თემების ლიდერთა მორიგი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან.

დღეს კვიპროსში გაიმართა ბერძნული და თურქული თემების ლიდერთა მორიგი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან.
შეხვედრა საპროცედურო საკითხებს მიეძღვნა. მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. მხარეები განიხილავენ კვიპროსის გაერთიანების საკითხს, რის თაობაზე წინადადებაც გაერომ წამოაყენა. თურქების ლიდერმა რაუფ დენკთაშმა უარყო გაეროს გეგმა. მან გეგმას "მოტყუება" უწოდა. თავიანთი ლიდერისგან განსხვავებით კვიპროსელი თურქები აქტიურად უჭერენ მხარს კუნძულის კვლავ გაერთიანებას. დღეს მათ ნიქოზიაში მორიგი მასობრივი დემონსტრაცია გამართეს ამ ლოზუნგით. კოფი ანანის სიტყვებით, კვიპროსელი ბერძნებისა და თურქების მიერ გეგმის დამტკიცება, რაც ხვალისთვის არის დაგეგმილი, შესაძლოა ერთი კვირით გადაიდოს.
XS
SM
MD
LG