Accessibility links

logo-print

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა დღეს 11


ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა დღეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბილიანა პლავშიჩს

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა დღეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბილიანა პლავშიჩს
იმ სისასტიკეთათვის, რასაც ადგილი ჰქონდა ბოსნიაში ომის დროს 90-იანი წლების დამდეგს. პროკურორი პლავშიჩისთვის, რომელიც ნებაყოფლობით წარდგა ტრიბუნალის წინაშე, 25 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. დაცვა აცხადებდა, რომ ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით ეს სამუდამო პატიმრობას ნიშნავს. პლავშიჩი ყველაზე მაღალი რანგის ბალკანელი პოლიტიკოსია, რომელიც ჰააგის ტრიბუნალმა გაასამართლა თავისი არსებობის ათი წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG