Accessibility links

ჩეხმა პარლამენტარებმა დღეს მესამე კენჭისყრის


ჩეხმა პარლამენტარებმა დღეს მესამე კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტად აირჩიეს ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციონერთა კანდიდატი ვაცლავ კლაუსი. მან საჭირო 141 ხმაზე ერთით მეტი - 142 ხმა მიიღო.

ჩეხმა პარლამენტარებმა დღეს მესამე კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტად აირჩიეს ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციონერთა კანდიდატი ვაცლავ კლაუსი. მან საჭირო 141 ხმაზე ერთით მეტი - 142 ხმა მიიღო.
თავდაპირველად ჩეხეთის არჩევნების შესახებ: [ზაორალეკის ხმა]
"მესამე არჩევნების მესამე ტურში ვაცლავ კლაუსი არჩეულ იქნა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად. ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, პარლამენტის ორივე პალატის სახელით მოგილოცოთ და გისურვოთ უდიდესი ენერგია, ოპტიმიზმი და წარმატება ამ ქვეყნისთვის მუშაობაში", - ეს გახლდათ ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ლუბომირ ზაორალეკი, რომელმაც ვაცლავ კლაუსს ჩეხეთის პრეზიდენტობა მიულოცა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის წინა პრეზიდენტის ვაცლაც ჰაველის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, ჩეხეთის პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო ახალი პრეზიდენტის არჩევა. 28 თებერვალსაც ბოლო მომენტამდე, ანუ კენჭისყრის მესამე ტურამდე არავინ იყო დარწმუნებული, რომ ჩეხი დეპუტატების კანონით დაშვებული ეს უკანასკნელი ცდა შედეგიანად დასრულდებოდა.
XS
SM
MD
LG