Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადმა გაეროს ინსპექციის ბოლო მოთხოვნის


ბაღდადმა გაეროს ინსპექციის ბოლო მოთხოვნის - "ალ-სამუდ ორი" ტიპის რაკეტების განადგურების 1 მარტამდე დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბაღდადმა გაეროს ინსპექციის ბოლო მოთხოვნის - "ალ-სამუდ ორი" ტიპის რაკეტების განადგურების 1 მარტამდე დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი ამბობს, რომ ერაყის მიერ რაკეტების განადგურების შემთხვევაში ერაყი პრაქტიკულად დაიწყებს გაეროს მოთხოვნის შესრულებას. ბლიქსის თქმით, "ალ-სამუდ 2" ტიპის რაკეტების განადგურება ერაყის განიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ამის თაობაზე თავიანთი პოზიციები გამოხატეს: საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 28 თებერვალს განაცხადეს, რომ ბადადის ბოლო განცხადება ადასტურებს ერაყის განიარაღების პროცესის წინსვლას. თუმცა, გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ხაზი გაუსვა ბაღდადის მხრიდან გაეროსთან სრულყოფილი თანამშრომლობის აუცილებლობას. მანამდე კი იგივე საკითხზე მადრიდში ვიზიტისას აზრი გამოთქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა: "თუკი ჩვენ ახლა არ გამოვხატავთ ნათლად ჩვენს ნებას და ახლა არ ვიმოქმედებთ, შედეგად მივიღებთ არა მშვიდობას, არამედ კონფლიქტის გადავადებას", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა კი ჩინეთის დედაქალაქში ვიზიტისას კიდევ ერთხელ განმარტა რუსეთის პოზიცია და თქვა, რომ მოსკოვი არ დაუჭერს მხარს გაეროს არც ერთ რეზოლუციას, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად გზას მისცემს ერაყის კრიზისის იარაღით გადაჭრას.
XS
SM
MD
LG