Accessibility links

logo-print

უმაღლესი დონის შეხვედრაზე, შაბათს, ეგვიპტის


უმაღლესი დონის შეხვედრაზე, შაბათს, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში, არაბული ლიგის ქვეყნებმა დასკვნით დეკლარაციაში

უმაღლესი დონის შეხვედრაზე, შაბათს, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში, არაბული ლიგის ქვეყნებმა დასკვნით დეკლარაციაში
კატეგორიულად უარყვეს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ არაბული ქვეყნები ერაყის წინააღმდეგ არანაირ სამხედრო აქციაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს ამასთანავე ბაღდადს - ყოველმხრივ ითანამშრომლოს გაეროს ექსპერტებთან. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ განაცხადა, რომ სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში გამოთქმულია აუცილებლობა, რომ ერაყის კრიზისი მხოლოდ მშვიდობიანი გზით იქნეს მოგვარებული. ადრე, სამიტის მსვლელობისას, გაერთიანებული არაბული საამიროების პრეზიდენტმა შეიხმა ზაიეთ ბინ სულთან ალნაჰიანმა, გასამართლებისაგან იმუნიტეტის სანაცვლოდ, გადაგომისკენ მოუწოდა ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინსა და მის მთავრობას. ალ ნაჰიანმა წამოაყენა ამასთანავე წინადადება, რომ ერაყი არაბული ლიგისა და გაეროს ადმინისტრაციას დაექვემდებაროს დროებით, ვიდრე ქვეყანაში არ აღსდგება "ნორმალური ვითარება".
XS
SM
MD
LG