Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა განაცხადა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტის მიერ შეერთებული შტატების 62 ათასიანი ჯარისთვის

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტის მიერ შეერთებული შტატების 62 ათასიანი ჯარისთვის
თურქეთის სამხედრო ბაზების დათმობაზე უარის თქმა არ გააფუჭებს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთის მეგობრული ურთიერთობა ვაშინგტონთან კვლავაც გაგრძელდება. გულმა ვერაფერი თქვა იმის თაობაზე შეეცდება, თუ არა მისი "სამართლისა და განვითარების" სახელისუფლებო პარტია შეერთებული შტატების ჯარების განლაგების საკითხი ხელმეორედ შესთავაზოს პარლამენტს განსახილველად. უარის თქმით, თურქეთი, ალბათ, დაკარგავს იმ 30 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას, რომელსაც მას შეერთებული შტატები სთავაზობდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა მეზობელი ერაყი, რომ თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება მან გაეროს ინსპექტორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გაჭიანურებისთვის არ გამოიყენოს. ანკარაში შეერთებული შტატების ელმა რობერტ პირსონმა გამოთქვა უკმაყოფილება თურქეთის პარლამენტის შაბათის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ შეერთებული შტატები თრუქეთისგან - ნატოში მისი მნიშვნელოვანი მოკავშირისგან - ბაზების გამოყენების საკითხში დადებით გადაწყვეტილებას მოელოდა.
XS
SM
MD
LG