Accessibility links

logo-print

თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული შეთანხმების პარლამენტში


თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროებისთვის

თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროებისთვის
შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს, არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შეერთებული შტატების ბაზების განთავსების წინაპირობას, - განუცხადა "პრაიმ ნიუსს" საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ. ზოგიერთი დეპუტატის პროტესტი, თედო ჯაფარიძის განცხადებით, არაინფორმირებულობის ბრალია. უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული შეთანხმება სტანდარტული დოკუმენტია და უპირველეს ყოვლისა "წვრთნისა და აღჭურვის" ამერიკული პროგრამის იურიდიული საფუძვლის შექმნისთვის არის აუცილებელი. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიციკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულ პროგრამას, რომლის მიზანი 4 ქართული ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მომზადებაა, ჩაშლა ემუქრება.
XS
SM
MD
LG