Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დამცველი ორგანიზაციების ბრიტანელ წარმომადგენელთა


მშვიდობის დამცველი ორგანიზაციების ბრიტანელ წარმომადგენელთა ერთი ნაწილი, რომელიც ერაყში იმყოფება, შინისაკენ მიემართება, რადგან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი ხდება. ქრისტიან ბრიგსი ამ

მშვიდობის დამცველი ორგანიზაციების ბრიტანელ წარმომადგენელთა ერთი ნაწილი, რომელიც ერაყში იმყოფება, შინისაკენ მიემართება, რადგან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი ხდება. ქრისტიან ბრიგსი ამ
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახლავთ. მან თქვა, რომ ათმა აქტივისტმა უკვე დატოვა ერაყი, ზოგმა - შიშის, ზოგმაც ფინანსური პრობლემების გამო. გასულ თვეში ევროპის მშვიდობისდამცველთა ერთი ჯგუფი ავტობუსებით ლონდონიდან ბაღდადს გაემგზავრა იმ მიზნით, რომ საკუთარი თავის ცოცხალ ფარად გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობა შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სამხედრო თავდასხმისგან დაეცვათ. ბრიგსმა ანიშნა, რომ ერაყის ხელისუფლებამ ევროპელ აქტივისტებს არ მისცა ყველა ადგილის დათვალიერების საშუალება. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენება დანაშაულია და არ არსებობს გზა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
XS
SM
MD
LG