Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში უკრაინის წამყვანი ოპოზიციური პარტიების


კიევში უკრაინის წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ ლეონიდ კუჩმას მთავრობის წინააღმდეგ კამპანიის გაძლიერებაზე იმსჯლონ. ოპოზიციის კონგრესს 1400 დელეგატი ესწრება,

კიევში უკრაინის წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ ლეონიდ კუჩმას მთავრობის წინააღმდეგ კამპანიის გაძლიერებაზე იმსჯლონ. ოპოზიციის კონგრესს 1400 დელეგატი ესწრება,
რომელთა შორის არიან უკრაინის ოთხი წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერები. ცნობილმა ოპოზიციონერმა იულია ტიმოშენკომ კონგრესის მონაწილეებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. თუმცა, ოპოზიციის დანარჩენმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ კონგრესის ამოცანას არ წარმოადგნეს პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატის დასახელება. პოლიტიკური ოპოზიცია კუჩმას კორუფციაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG