Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში დააკავეს ექსტრემისტული დაჯგუფება


ღაზის სექტორში დააკავეს ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი დამაარსებელი მოჰამედ თაჰა.

ღაზის სექტორში დააკავეს ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი დამაარსებელი მოჰამედ თაჰა.
65 წლის თაჰა "ჰამასის" ხელმძღვანელობის წევრი და ამ ორგანიზაციის მთავარი იდეოლოგის, აჰმედ იასინის უახლოესი თანამოაზრეა. 2000 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ეს "ჰამასის" მაღალი თანამდებობის წარმომადგენლის დაპატიმრების პირველი შემთხვევაა; მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე დაჯგუფებამ ათობით ტერაქტი განახორციელა. თაჰა დღეს დილით, თავის ხუთ ვაჟთან ერთად დააპატიმრეს ელ ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში. თაჰას ვაჟებიც "ჰამასის" აქტიური წევრები არიან. ისრაელ ჯარისკაცებთან შეტაკებაში დაიღუპა, სულ ცოტა, რვა, ხოლო დაიჭრა 40-მდე პალესტინელი.
XS
SM
MD
LG