Accessibility links

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ასლანბეკ აბდურზაკოვის განცხადებით, 12-მა ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ჩეჩნეთიდან დევნილი ის პირები, რომლებიც დროებით საქართველოში ცხოვრობენ.

როგორც აბდურზაკოვმა განაცხადა, კანადის გარდა, რომლის მთავრობამაც 94 ჩეჩნური ოჯახის მიღების სურვილი გამოთქვა, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის თხოვნას გამოეხმაურნენ ფინეთი, შვეცია, ისლანდია, დანია, ჰოლანდია და სხვა ქვეყნები, მათ შორის ბურკინა-ფასო და ჩილე. საქართველოში მყოფ ჩეჩენ დევნილთა შორის ბევრია ქვეყნიდან წასვლის მსურველი, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც დარჩენა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურსო, დასძინა აბდურზაკოვმა. დღეისთვის, საქართველოში 4 ათასამდე ჩეჩენი დევნილი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა პანკისის ხეობის სოფლებშია დასახლებული.
XS
SM
MD
LG