Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა დღეს განაგრძო "ალ-სამუდის" ტიპის


ერაყმა დღეს განაგრძო "ალ-სამუდის" ტიპის რაკეტების განადგურება და განაცხადა, რომ მალე წარმოადგენს ანგარიშს ბაქტერიოლოგიური იარაღის რეაქტივების შესახებ.

ერაყმა დღეს განაგრძო "ალ-სამუდის" ტიპის რაკეტების განადგურება და განაცხადა, რომ მალე წარმოადგენს ანგარიშს ბაქტერიოლოგიური იარაღის რეაქტივების შესახებ.
როგორც გაეროს წარმომადგენელი ჰირო უეკი იუწყება, დღეს ერაყმა კიდევ ექვსი რაკეტა გაანადგურა. ამდენად, შაბათიდან დღემდე ერაყმა უკვე 16 რაკეტა გაანადგურა. ბაღდადის აღიარებით, იგი "ალ-სამუდის" ტიპის ასზე მეტ რაკეტას ფლობდა, რაც ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციებს, რადგან რაკეტების მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება. შეერთებული შტატები ამჯერადაც სკეპტიკურად გამოეხმაურა ცნობებს რაკეტების განადგურების შესახებ. გაეროში აშშ-ის ელჩმა ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ რაკეტების ნაწილობრივი განადგურებით ბაღდადი ცდილობს, სერიოზული წინსვლის შთაბეჭდილება შექმნას, სინამდვილეში კი ერაყის განიარაღების საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.
XS
SM
MD
LG