Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერევანში 100 ათასზე მეტმა


დღეს ერევანში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მიტინგებში, რომლებიც სომხეთის პრეზიდენტობის როგორც ერთი, ისე მეორე კანდიდატის მხარდასაჭერად მოეწყო.

დღეს ერევანში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მიტინგებში, რომლებიც სომხეთის პრეზიდენტობის როგორც ერთი, ისე მეორე კანდიდატის მხარდასაჭერად მოეწყო.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე პრეტენზიას აცხადებენ მოქმედი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და ოპოზიციის ლიდერი სტეპან დემირჭიანი. ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს კენჭისყრის მეორე ტურში, რომელიც 5 მარტისთვის არის დანიშნული. აქამდე იგი აცხადებდა, რომ უარს იტყოდა ბრძოლის გაგრძელებაზე, თუ ხელისუფლება პირველი ტურის შედეგებს ბათილად არ სცნობდა. ოფიციალური მონაცემებით, პირველ ტურში ქოჩარიანს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 49,5-მა პროცენტმა, ხოლო დემირჭიანს - 28 პროცენტზე ოდნავ მეტმა.
XS
SM
MD
LG