Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება,
არ მისცეს უფლება ამერიკის არმიას თავისი ბაზების გამოყენებისა, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და რომ ის ერაყის კრიზისთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო აზრს ეფუძნება. თურქეთის პარლამენტმა შაბათს უყარა კენჭი ამერიკელთა ამ ქვეყანაში განთავსებას. თურქმა კანონმდებლებმა ამ ნაბიჯს უარი უთხრეს. თურქეთის საგარეო მინისტრმა იასარ თაკისმა განაცხადა, რომ მთავრობა პარამნეტს ამ თემზე ახალ პროექტს წარუდგენს. თურქეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა რეჯეპ ერდოანმა თურქეთის ქურთები გააფრთხილა, ომის შემთხვევაში ნუ გამოცდიან ანკარის კეთილ ნებას. თურქეთის მთავრობა შიშობს, რომ ქურთები რეგიონში არასტაბილურობით ისარგებლებენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას განაახლებენ.
XS
SM
MD
LG