Accessibility links

logo-print

უახლოეს დღეებში ჩეჩნეთიდან გაიყვანენ 1200


უახლოეს დღეებში ჩეჩნეთიდან გაიყვანენ 1200 ჯარისკაცს, რაც იქ დროებით დარჩენილი სამედროების დაახლოებით 4 პროცენტს შეადგენს

უახლოეს დღეებში ჩეჩნეთიდან გაიყვანენ 1200 ჯარისკაცს, რაც იქ დროებით დარჩენილი სამედროების დაახლოებით 4 პროცენტს შეადგენს
და, სამხედრო ტექნიკის 200 ერთეულს. ამის შესახებ თავდაცვის მინიმტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა. ივანოვმა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას თქვა, რომ ჩეჩნეთში რჩება 30-35 ათასი სამხედრო მოსამსახურე დროებით, მუდმივად კი იქ განთავსებულია თავდაცვის სამინისტროს 42-ე დივიზია და შინაგან საქმეთა სამინისტროს 46-ე ბრიგადა. სულ ჩეჩნეთში 80 ათასი რუსი სამხედროა.
დღესვე ეუთომ და ევროპის საბჭომ დაასრულეს თავისი ვიზიტი ჩეჩნეთში კომენტარის გარეშე. ორივე ორგანიზაცია კრიტიკულად არის განწყობილი იქ დაგეგმილი რეფერენდუმის მიმართ. ევროპის საბჭოში დღეს გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, გაეროს ეგიდით ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რომელიც იუგოსლავიის მსგავსად ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებში ეჭვმიტანილებს გაასამართლებს. სტრასბურგში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჩეჩნეთში დაუსჯელობის ატმოსფეროა ორივე მხრიდან.

XS
SM
MD
LG