Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ალ ყაიდელი შაიხ მოჰამედის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ალ ყაიდელი შაიხ მოჰამედის
დაპატიმრებამ ერთობ ავნო ტერორისტულ ქსელს. ბუშმა თქვა, რომ მოჰამედი ალ ყაიდის ერთ-ერთი მაღალი რანგის მკვლელი იყო. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯონ ეშკროფტმა მოჰამედის შესახებ თქვა, რომ ის იყო 11 სექტემბრის თავდასხების ტვინი.
შაიხ მოჰამედზე დღეს საფრანგეთმა დაპატიმრების ორდერი გასცა ტუნისში სინაგოგაზე თავდასხმასთან შესაძლებელი კავშირის გამო.
პაკისტანმა გამოაცხადა, რომ შაიხ მუჰამედი, რომელიც გუშინ ამ ქვეყანაში დააკავეს, სხვა ქვეყანაში გადაიყვანეს მას მერე, რაც პაკისტანელებმა დაკითხეს. "ფრანც პრესის" ცნობით, მოჰამედი გადაიყვანეს ავღანეთში, შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ბაზაზე, ბაღრამში.
ამერიკის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მოჰამედისგან მომავალი ტერაქტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG