Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრთან იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრთან იგორ ივანოვთან შეხედრის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრთან იგორ ივანოვთან შეხედრის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა,
რომ მის ქვეყანას აქვს იურიდიული უფლება ერაყს ომი გამოუცხადოს გაეროს ახალი რეზოლუციის გარეშე. მან თქვა, რომ იმედი აქვს, რომ უშიშროების საბჭო მიიღებს რეზოლუციის ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის დაწყენის შესახებ, მაგრამ, თქვა სტრომ ნოემბერში მიღებული 1441 რეზოლუციაც საკმარისია. ბრიტანეთი და აშშ ცდილობენ საბჭოში ახალი რეზოლუციისთვის მხარდაჭერა მოიპოვონ, მაგრამ საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი წინაღმდეგობას წევენ.
ანკარაში თურქეთის პრემიერი აბლულა გიული შეერთებლი შტატების ელჩს რობერტ პიერსონს შეხვდა და თურქეთის უარის შესახებ ესაუბრა, არ მისცეს ნება ამერიკის ჯარს თურქეთში განთავსებისა. ერაყი დღეს, გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობით, განაგრძობდა გაეროს მიერ აკრძალულად გამოცხადებული "ალ სამუდ 2"-ის ტიპის რაკეტების განადგურებას, მიუხედავად მაჰმადიანური საახალწლო დღესაწაულისა. დღეისთვის განადგურებული რაკეტების რიცხვმა 19-ს მიაღწია, სულ ასეთი 100 რაკეტაა ბაღდადის ხელთ. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ამ ფაქტს დადებითად აფასებს.
XS
SM
MD
LG