Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა დღეს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა დღეს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა რაანან გისინმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: [გისინის ხმა] "აქიდან ჩანს, რომ პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას და მის ლიდერს არაფერი გაუკეთებიათ ტერორიზმის აღსაკვეთად. ეს უარყოფითად მოქმედებს და ტრაგიკული შედეგები მოაქვს პალესტინელი ხალხისთვის ეკონომიკურად, ფიზიკურად და სხვა თვალსაზრისითაც." მოწმეთა თქმით, აფეთქებამ სახურავი ახადა ავტობუსს. ისრაელის ტელევიზიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად იმყოფებოდნენ ჰაიფელი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში მიემგზავრებოდნენ. ეს პირველი თვითმკლელური აფეთქება იყო ისრაელში უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG